ვოლოდიმირ ზელენსკი – როცა მოსკოვი აქებს ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში – ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ პასუხს

უკრაინის პრეზიდენტი, საქართველოში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკვე ამზადებს შესაბამის გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იყო მოხსენება საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ერთი ხალხის და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა – როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ. უბრალოდ სამარცხვინოა, რას აკეთებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის შლიან საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკვე გასცა დავალება სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის.
„ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ პასუხს და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი პეტერ ფიშერზე – როდესაც პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, ყველა ეტიკეტის დარღვევის მწვერვალია – ადასტურებს, რომ შეუძლია დაიკავოს პოზიცია, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი