რომში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტი, რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.
ამასთან, დღის მეორე ნახევარში ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროპელ ლიდერებსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები