ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორც ჩანს, ვიცეპრეზიდენტი რაღაც გზით ამართლებს პუტინის ქმედებებს. ვცდილობ ავხსნა …

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, -ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვლადიმირ პუტინის ქმედებებს ამართლებს.

ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში წუხილი გამოთქვა, რომ აშშ-ში ჭარბობს რუსული ნარატივები, ზოგს კი დღემდე სჯერა, რომ აგრესორი არ არის.

“ეს ტონის ცვლილება, რეალობის ცვლილება, დიახ რეალობის ცვლილება და ამ რეალობის ცვლილებაში მონაწილეობის მიღება არ მინდა”, – თქვა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ არავის დასხმია თავს და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი გააკრიტიკა:

“როგორც ჩანს, ვიცეპრეზიდენტი რაღაც გზით ამართლებს პუტინის ქმედებებს. ვცდილობ ავხსნა: შეუძლებელია რაღაც შუალედურის პოვნა. არის აგრესორი და არის მსხვერპლი. რუსეთი აგრესორია, ჩვენ – მსხვერპლი”.

ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ ასევე თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, უკრაინაში ვიზიტი შესთავაზა, რათა უკეთ მიხვდეს, იმ ნგრევას, რომელიც რუსეთის ინტერვენციას მოყვა.