– რობერტ ფიცოსთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და კარგია, რომ მზად არის თავისი პოზიცია განსაზღვროს და დიალოგისთვის ღიაა

მართებული იქნება, თუ უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და კარგია ის, რომ სლოვაკეთი მზად არის თავისი პოზიცია განსაზღვროს და ჩვენთან დიალოგისთვის ღიაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უჟგოროდში გამართულ შეხვედრაზე რობერტ ფიცოსგან მიიღო გარანტიები, რომ ის მშვიდობის მიღწევის მიზნით იმუშავებს.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეკინში ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „რაიმე სახის უკრაინის ენერგეტიკული ბლოკადის“ საკითხი განიხილა, „აბსოლუტური სიცრუეა“.
„ეს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა. პირველ რიგში, ჩვენ სლოვაკეთსა და ს ფედერაციას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განვიხილეთ“, – აღნიშნა ფიცომ.