ვოლოდიმირ ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის უკრაინის რადას წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ქვეყანაში მრავალმოქალაქეობის ინსტიტურის შემოღების საშუალებას იძლევა.
„დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებისა და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი განმარტებით, ეს საშუალებას მისცემს მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს, უკრაინის მოქალაქეობა მიიღონ, „რა თქმა უნდა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების გარდა“.
„ყველას, ვინც სხვადასხვა ემიგრაციის ტალღების დროს იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და მოხვდა ევროპაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ყველას, ვინც გვეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან ასობით და ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. უცხოელ მოხალისეებს, რომლებმაც იარაღი აიღეს უკრაინის დასაცავად, ყველა, ვინც იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის, თითქოს ეს მათი სამშობლო იყოს და მათთვის ასეთი გახდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ