ჟოზეფ ბორელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო სა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას, მათ შორის ს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნას.
„ჩვენი დისკუსია საკვანძო საკითხებს შეეხო, მათ შორის, სა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას, სამხედრო დახმარების გაზრდას, ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ევროპის სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის განბლოკვასა და უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემისთვის ყველა პროცედურის დასრულებას, როგორც ეს „დიდმა შვიდეულმა“ გადაწყვიტა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.