– პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს

პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი მისი მოსკოვში მიწვევით შეხვედრის გადადებას ცდილობს.
„მოსკოვში წასვლა არ შემიძლია მაშინ, როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტებისა და თავდასხმების ქვეშ არის. ამ ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ და პუტინი ამას ხვდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „პუტინის ნდობა არ შეიძლება და ის -ს ეთამაშება“.
„თუ ადამიანს ომის დროს შეხვედრა არ სურს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც ჩემთვის ან სხვებისთვის მიუღებელი იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ