პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს, კრემლის მთელი მანქანა ამაზე პირველი წელი არაა რაც მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მას ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს, თავად პუტინს უნდა ეს. კრემლის, მისი მთელი მანქანა ამაზე პირველი წელი არაა რაც მუშაობს – ევროპის დაყოფასა და დასუსტებაზე, ევროკავშირის დასუსტებაზე, აშშ-ის დასუსტებაზე, თავად აშშ-ის დაყოფაზე უკრაინის დახმარების ან არდახმარების საკითხზე. ამიტომ ეს მისი სურვილია.
ჩვენ გვსურს, ამერიკა უფრო ძლიერი იყოს. ვეთანხმები ემანუელს [მაკრონს], რომ ჩვენ ყველას გვჭირდება, ეს სურვილის საკითხი არ არის, არამედ ყველას გვჭირდება, რომ ამერიკა რუსეთთან მიმართებაში უფრო ძლიერი იყოს. ძალიან გვინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კრემლის მმართველთან მიმართებაში უფრო ძლიერი იყოს, და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია”,-განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ის არ გეგმავს აშშ-ში ჩასვლას, ვინაიდან, ასეთი საკითხი არ არის დღის წესრიგში და, ამას გარდა, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების პირობები მუდმივად იცვლება.
