ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი დაუსჯელობას გრძნობს და რუსეთის მხრიდან საშინელი დარტყმების შემდეგაც კი, რაღაც „პასუხებს“ ამზადებს – ყოველი ახალი დარტყმით რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს

2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის 27 700-მდე საჰაერო ბომბი, 11 200-მდე „შაჰედი“ და 9 000-მდე სხვა ტიპის დრონი გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, მტერმა 700-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათ შორის ბალისტიკური.
„ბევრი ესაუბრა რუსეთს სხვადასხვა დონეზე. ვერავითარმა საუბარმა ვერ მიიყვანა არა მხოლოდ საიმედო მშვიდობამდე, არამედ ომის შეჩერებამდეც კი. სამწუხაროდ, პუტინი დაუსჯელობას გრძნობს და ს მხრიდან საშინელი დარტყმების შემდეგაც კი, თითქოსდა, კიდევ რაღაც „პასუხებს“ ამზადებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი დარტყმით, დიპლომატიის ყოველი ახალი შეფერხებით, რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს. ყველას, ვისაც არ სურს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ მოსკოვში უნდა იგრძნონ, რომ ომს დიდი ფასი აქვს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ მსოფლიო პუტინის მუქარაზე სუსტ რეაგირებას მოახდენს, რუსეთის ლიდერი ამას აღიქვამს, როგორც მის ქმედებებზე თვალის დახუჭვის სურვილს.
„როდესაც ის არ გრძნობს ძალასა და ზეწოლას, მაგრამ გრძნობს სისუსტეს, ის ყოველთვის სჩადის ახალ დანაშაულებს. ის ასეთ დამოკიდებულებას ჩუმ ნებართვად მიიჩნევს – ნებართვად ახალი სისასტიკისთვის, ახალი დარტყმებისთვის, ახალი მკვლელობებისთვის. თუ ძლიერები პუტინს არ შეაჩერებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი მასთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას. და თუ მათ სურთ, მაგრამ ვერ შეაჩერებენ, პუტინი მათ ძლიერებად აღარ ჩათვლის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტის, ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მოუწევს აეროდრომებზე თავდასხმებზე პასუხის გაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ