ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს – სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია

პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ს მიერ ში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დასავლელ ლიდერებთან ერთად, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ერთად ნებისმიერი სახის გეოპოლიტიკაზე უფრო ძლიერები ვართ. სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია. და სიმამაცეს, უბრალო ხალხის სიმამაცეს, ისტორიის ისეთი ფურცლების გადაშლა შეუძლია, რომელიც ჩანდა, რომ არასდროს დასრულდებოდა. მე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას ვაფასებ. მადლობას გიხდით ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ომი სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ. პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში. მხოლოდ ამ გზით დადგება მშვიდობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება