– პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ლავროვის განცხადება რუსეთის კიდევ ერთი ტყუილია – მათ ამ ომის დასრულება არ სურთ, ყველა ფხიზლად უნდა იყოს, შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს

პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ლავროვის განცხადება ტყუილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, აცხადებს.
„რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ ტრამპთან შეხვედრა გვქონდა და თუ ამერიკასთან სკანდალი არ გვაქვს და პროგრესს ვაღწევთ, რა თქმა უნდა, რუსებისთვის ეს წარუმატებლობას ნიშნავს, რადგან, მათ ამ ომის დასრულება არ სურთ“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებს.
„ყველა ფხიზლად უნდა იყოს. შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს“, – აღნიშნავს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „29 დეკემბრის ღამეს, კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ „საპასუხო დარტყმისთვის ობიექტები შერჩეულია“.