ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ნამდვილ მშვიდობას

განვიხილეთ, როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ნამდვილ მშვიდობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს.
ის მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს.
“გრძელი და არსებითი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ყველა ნამდვილად მნიშვნელოვან თემას შევეხეთ. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს.
განვიხილეთ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ნამდვილ მშვიდობას.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი.
ვაფასებთ ყურადღებას და მშვიდობის დასაახლოებლად დახმარებისთვის მზადყოფნას.
დეტალები მოგვიანებით იქნება”, – წერს ზელენსკი.