ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარება სოლიდარობის პრინციპების დარღვევაა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს დაავალა, სასწრაფოდ ესაუბროს თავის პოლონელ კოლეგას პოლონეთთან სასაზღვრო ვითარების შესახებ.
„უკრაინის პრემიერ-მინისტრს დავავალე, სასწრაფოდ ესაუბროს თავის პოლონელ კოლეგას. იმას, რაც ხდება და გრძელდება ჩვენს მოქალაქეებთან და უკრაინულ ტვირთებთან დაკავშირებით, აღვიქვამთ როგორც სოლიდარობის პრინციპების აშკარა დარღვევას. უკრაინული მარცვალი ასფალტზე – ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე დრამატული კადრი. ეს იმის დასტურია, თუ როგორ შეიძლება ემოციები საშიში გახდეს. ჩვენ, რაც არ უნდა მოხდეს, ვიცავთ კეთილმეზობლობას და სოლიდარობას, რომელიც ცვლის მთელი ევროპის ისტორიას უკეთესობისკენ“, -აღნიშნა ზელენსკიმ.
პოლონელი ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება. ისინი გეგმავენ, 20 თებერვალს დაბლოკონ ყველა სასაზღვრო პუნქტი პოლონეთსა და ს შორის, ასევე სარკინიგზო გადაზიდვის სადგურებთან და საზღვაო პორტებთან მისასვლელი გზები. საპროტესტო აქციის ყველაზე დრამატული მომენტი იყო ინციდენტი პოლონეთ-უკრაინის “იაგოდინ-დოროგუსკის” სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, სადაც პოლონელმა ფერმერებმა სამი უკრაინული სატვირთოდან მარცვლეულის ნაწილი გზაზე დაყარეს.

ასევე დაგაინტერესებთ