უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოკროვსკში, სადაც ოკუპანტები წინ მიიწევენ, სიტუაცია მძიმეა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი.
„პოკროვსკში სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი. ეს ძალიან ბევრია. დღეს დილით ვესაუბრე მთავარსარდალს, პოკროვსკში ცვლილებები არ არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.




