ვოლოდიმირ ზელენსკი – პირველად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს

პირველად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაკეტა-დრონი „პალიანიცა“, სრულიად „ახალი კლასის“ იარაღია.
„ეს აგრესორის წინააღმდეგ შურისძიების ჩვენი ახალი მეთოდია. მტერმა მარცხი განიცადა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოწყობილობა მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით რაკეტაც არის და დრონიც.