პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველას ესმის, რომ დღევანდელი ტემპებით უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 5 წელიწადში შეიძლება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან ხანგრძლივია და მივიჩნევთ, რომ სახიფათოა. ჩვენ ვაჩვენეთ: ომის დროს უფრო სწრაფად შეიძლება იყოს [აღდგენის პროცესი].
პარტნიორები გვეთანხმებიან, რომ შეიძლება ამის გაკეთება 3 წელიწადში, მაგრამ ამისთვის ყველამ ძალიან ძლიერად უნდა ვიმოქმედოთ – გავძლიერდეთ, ძალიან გავზარდოთ მრეწველობა ყველა მოკავშირე ქვეყანაში, რათა გავაკეთოთ რეალური უსაფრთხოების გარანტიები მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები დაინტერესებული არიან არა უკრაინული არმიის შემცირებით, არამედ მის სამომავლო გაძლიერებაში, არა მხოლოდ როგორც უკრაინის უსაფრთხოების გარანტისთვის, არამედ უსაფრთხოების გარანტის მთელი ევროპული კონტინენტისთვის.
„ასეთი არმიის შემადგენლობაზე, გაძლიერებაზე – ყველას ესმის, რომ ეს ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, და რომ უკრაინა დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, ვინაიდან ეს სერიოზული ფინანსური დატვირთვაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
