ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს

პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის.
„თავდაცვის შიდა წარმოების გასაზრდელად ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოაქვს. პირველად თვეში ექვსი Bohdana-ს საარტილერიო სისტემის დონემდე ავედით და ჩვენ შესაძლებლობების გაზრდის შემდგომ გზებს ვხედავთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ