პარიზში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, პარიზში ჩავიდა, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი დახვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკი და მისი გუნდი პარიზის გარეუბანში, ვილაკუბლეში, 107-ე საჰაერო ბაზაზე ჩავიდნენ, სადაც ემანუელ მაკრონმა საზეიმო დახვედრა მოუწყო.
ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმება გამოცხადდება, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.
„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, კვირას ზელენსკი საბერძნეთში იმყოფებოდა, ხვალ კი ესპანეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ხატიაშვილი – ემიგრანტებისთვის ხმის უფლების შეზღუდვა უთანაბრდება ამ უფლების ჩამორთმევას, ეს არის ნაბიჯი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამცირებს ხალხის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში