ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, პარიზში, ელისეს სასახლეში, “ორმხრივ შეხვედრას” გამართავს.
“ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა”, – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა – ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეუწყდა