უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად რომში ჩავიდა , – ინფორმაციას BBC-ი უკრაინულ საზოგადოებრივ მაუწყებელ Suspilne-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ის ცერემონიას მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან და უკრაინულ დელეგაციასთან ერთად დაესწრება.
ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დაკრძალვას დაესწრებოდა. თუმცა, კვირის დასაწყისში კიევზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო, პარასკევს გარკვეული გაურკვევლობა არსებობდა, შეძლებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტი რომში ჩასვლას.
ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.
წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.
