მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მისი ცხოვრება ღმერთს, ხალხს და ეკლესიას მიეძღვნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რომის პაპი ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის.
„მან იცოდა, როგორ მიენიჭებინა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ შეეწყო ხელი ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის. ჩვენ ერთად ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!“, – წერს ზელენსკი.
