ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფილიპინებში

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში და ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს. ამის შესახებ ზელენსკიმ 3 ივნისს დაწერა ტელეგრამში.
„განვიხილეთ საინაუგურაციო გლობალური სამიტი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე წარმოდგენილი იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, კერძოდ, ფილიპინებში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ს გადაწყვეტილი აქვს, მიმდინარე წელს მანილაში საელჩო გახსნას ორმხრივი ურთიერთობების გასამყარებლად.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა სინგაპურში, სადაც გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ინდონეზიის პრეზიდენტთან, -ის კონგრესმენებთან და პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან, ასევე გამოვიდა Shangri-La-ს თავდაცვით ფორუმზე.
ფილიპინებში ზელენსკის ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ