ორშაბათს გერმანიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს გერმანიას ეწვევა, – ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, 15 დეკემბერს ბერლინში გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდება.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებს საფრანგეთის პრეზიდენტი, და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც შეუერთდებიან.
ცნობისთვის, ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა, რომ ში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ბერლინში მომავალი კვირის დასაწყისში იყო დაგეგმილი. გერმანიის კანცლერმა შეხვედრაზე -ის წარმომადგენლებიც მიიწვია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ამერიკელი ოფიციალური პირები შეხვედრაში მონაწილეობას.