– ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს – მშვიდობა ნამდვილად მტკიცე უნდა გახდეს

ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ფრანგ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს ბევრი დეტალი განიხილა.
„მთავარი საკითხი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები და უსაფრთხოების გარანტიები იყო. მშვიდობა ნამდვილად მტკიცე უნდა გახდეს. ახლა ბევრი რამ თითოეული ლიდერის ჩართულობაზეა დამოკიდებული. დღეს სხვა ლიდერებსაც გავესაუბრებით“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”