ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე საჭირო ზეწოლით – პუტინი უნდა აიძულონ, რომ არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე იფიქროს

უკრაინის პრეზიდენტი, ს ფედერაციის მიერ ზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიოს მხრიდან რეაქციის არარსებობა რუს დიქტატორს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებისკენ უბიძგებს.
„რუსებმა გუშინ ღამით 300-მდე დრონი გაუშვეს, რომელთა უმეტესობა „შაჰედები“ იყო. კიდევ 70-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სამიზნეები იყო ქალაქი და კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერნიგოვის, სუმის, ოდესას, პოლტავას, დნეპროვსკის, ნიკოლაევის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დაინგრა და დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები. კიევში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის საერთო საცხოვრებლები დაზიანდა. არიან დაშავებულები და დაღუპულები, მათ შორის ბავშვები.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული თავდასხმა საკმარისი საფუძველია ახალი სანქციების დაწესებისთვის.
„რუსეთი ამ ომს ახანგრძლივებს და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანების დახოცვას. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი მხოლოდ პუტინს ამხნევებს. რუსეთის ხელმძღვანელობაზე ნამდვილად ძლიერი ზეწოლის გარეშე, ეს სისასტიკე ვერ შეჩერდება. სანქციებს ნამდვილად შეუძლია დახმარების გაწევა. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება – შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე საჭირო ზეწოლით. პუტინი უნდა აიძულონ, რომ არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე იფიქროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად