– ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში

ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა -ის მხარდაჭერის გარეშე რუსეთის შეკავებას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს რთული იქნება“.
„ეს რთული იქნება. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთთან დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ მაშინ, როცა -ის მხრიდან უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები იქნება.
„ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. მჯერა, რომ ჩვენ ( და აშშ) ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. ღია ვარ, მაგრამ რუსების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას ვერ შევცვლი – ისინი გვხოცავენ. ამერიკა ჩვენი მეგობარია. კი ჩვენი მტერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ომის დასრულება არ გვსურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.