ომის დასაწყისში სხვადასხვა „მოსიარულეები“ მაწვდიდნენ ულტიმატუმებს: „ან ასე, ან არანაირად“, მოგვიანებით ისინი გაცვლითი ფონდის ნაწილი გახდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მახსოვს, ომის პირველ დღეს სხვადასხვა „მოსიარულეები” როგორ მაწვდიდნენ სხვადასხვა გეგმებს, პუნქტებს, ულტიმატუმებს ომის დასასრულებლად. ამბობდნენ: „ან ასე, ან არანაირად“. ან ხელს მოაწერთ ამას, ან უბრალოდ თქვენი ლიკვიდაცია მოხდება და თქვენს მაგივრად ამას “უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი” მოაწერს ხელს. ეს ყველაფერი რით დასრულდა – ცნობილია. ბევრი ეს „მოსიარულე” გაცვლითი ფონდის ნაწილი გახდნენ და თავისი წინადადებებითა და პუნქტებით „სახლში, მშობლიურ ნავსადგურში” გაემგზავრნენ,” – განაცხადა ზელენსკიმ.




