ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ნიუ-იორკში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ლიდერებსა და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება.
შეგახსენებთ, -ში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს, აშშ-ის კონგრესსა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებს წარუდგენს. ასევე, უკრაინის პრეზიდენტი 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ