ვოლოდიმირ ზელენსკი – ოკუპანტებმა უკრაინას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, ნიკოლაევში ორი ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„მასიური კომბინირებული დარტყმა უკრაინის ყველა რეგიონზე. გუშინ ღამის და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები: „ცირკონები“, „ისკანდერები“, „კინჟალები“, – წერს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, რუსების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
„მტრის სამიზნე იყო ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, არის ობიექტების დაზიანება დარტყმებისა და ნამსხვრევების დაცემის შედეგად. ნიკოლაევში დრონით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ამ დროისთვის არის ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე, მობილიზებულია ყველა საჭირო ძალა შედეგების აღმოსაფხვრელად და აღდგენისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.