ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ნორვეგიას ეწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტიორეს შეხვდება.
ნორვეგიის პრემიერის განცხადებით, მოხარულია, რომ ნორვეგიაში ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.
მისივე თქმით, ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს ყველა პარტიამ ცოტა ხნის წინ მიაღწია შეთანხმებას უკრაინის დაფინანსების გაზრდის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი დღეს რამდენიმე შეხვედრას გამართავენ.
უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრებიან ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი იენს სტოლტენბერგი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე და თავდაცვის მინისტრი ტორე სანდვიკი.