ვოლოდიმირ ზელენსკი – ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრას ვგეგმავ

ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრას ვგეგმავ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, ვგეგმავ. გულახდილად გეტყვით, რომ არ ვიცი როგორ იქნება ეს. გუნდი ამაზე მუშაობს. დიახ, ჩვენ შეხვედრას ვგეგმავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „არ იცის, როგორი ურთიერთობა აქვს -ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ს პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან“.
„ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სიგნალები არსებობს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ უკრაინელები ამერიკის მოკავშირეები არიან. ხოლო ამერიკის ნამდვილი ეგზისტენციალური მტერი რუსეთია. შეუძლიათ მცირე ხნით პარტნიორები იყვნენ, მაგრამ მეგობრები ვერასდროს იქნებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს ჰააგაში ნატო-ს 2025 წლის სამიტი დაიწყება. ალიანსის წევრი სახელმწიფოების სხვა ლიდერებთან ერთად სამიტში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, ც მიიღებს.