ვოლოდიმირ ზელენსკი – ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ზელენსკი ქსელ X-ში წერს.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს იმისთვის, რაც პირადად მან, მისმა მთავრობამ და ნიდერლანდელმა ხალხმა უკრაინისთვის გააკეთეს, კერძოდ კი – „ყველა დროული და ფართომასშტაბიანი თავდაცვის, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის“.
„გავაგრძელებთ კონტაქტს, როდესაც ის ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. მივულოცე მარკს დანიშვნა და ალიანსთან უკრაინის სამომავლო თანამშრომლობა განვიხილეთ“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, მარკ რუტემ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტი უკვე დატოვა, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობას კი ის ოქტომბერში დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ