– ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე წითელ პარასკევს, აღდგომის წინ

ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო ასეთი დარტყმები რომ განახორციელო, – ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, მ წითელ პარასკევს, 18 აპრილს, ს მიერ ქალაქ ხარკოვის დაბომბვაზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე – წითელ პარასკევს, აღდგომის წინ. როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა – ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, – მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს.
არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. ეს ქრისტიანულია – დახმარება. მითუმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა – დახმარების. არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. , როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს“, – წერს ზელენსკი.