ვოლოდიმირ ზელენსკი – მხოლოდ ძალით შეგვიძლია ერთად ვაიძულოთ რუსეთი და მისი მოკავშირეები, უარი თქვან ტერორზე და მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას

რუსეთმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 630-მდე მართვადი საავიაციო ბომბი, 550-ამდე დრონი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მხოლოდ ძალის ჩვენებით არის შესაძლებელი აიძულონ , უარი თქვას ტერორზე.
„მადლობელი ვარ უკრაინის დამცველი მეომრებისა და ჩვენი პარტნიორების, რომლებსაც ესმით ჩვენი საჭიროება, გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა მსოფლიო ისეთი ერთიანი და ძლიერი უნდა იყოს, როგორც არასდროს. მხოლოდ ძალით შეგვიძლია ერთად ვაიძულოთ რუსეთი და მისი მოკავშირეები, უარი თქვან ტერორზე და მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ