მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, 750-მდე თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთის სამხედრო წარმოება, რომელიც ამგვარი ტერორის საშუალებას იძლევა, სამ ძირითად ფაქტორს ეყრდნობა: სანქციების გვერდის ავლის სქემებს, რომლის გარეშე რუსეთს არ ექნება მნიშვნელოვანი კომპონენტები; ნავთობის მაღალ ფასს, რომელიც სამართლიანად უნდა შემცირდეს და იმას, რომ ჩვენ არ გვაქს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების და დრონების საკმარისი რაოდენობა“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა მადლობელია ყველა პარტნიორის, რომლებიც აძლიერებენ სანქციებს, მაგრამ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის შესაძლებლობების შესამცირებლად მეტი გლობალური ძალისხმევაა საჭირო.
„გავაგრძელებთ ჩვენი რაკეტების და დრონების წარმოების გაფართოებას – ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ, რადგან ეს არის ინვესტიციების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვაში“, – წერს ზელენსკი.
