– მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 370-ზე მეტი დრონი, 280-მდე მართვადი ბომბი და 80 რაკეტა გამოიყენა

ჩვენი ქალაქები და თემები ს მხრიდან მუდმივი დაბომბვის ქვეშ არიან. შობის ღამესაც კი ტერორისტებმა მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 370-ზე მეტი თავდასხმის დრონი, დაახლოებით 280 მართვადი საავიაციო ბომბი და 80 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ასეთი ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი.
„ასეთი ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი. მადლობელი ვარ ჩვენი დამცველების, რომლებიც იხსნიან ჩვენს ხალხს ყოველდღიური თავდასხმებისგან და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც აცნობიერებენ საჰაერო თავდაცვის სისტემების დროული მიწოდების მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და სამართლიან მშვიდობასთან ჩვენს მისაახლოებლად“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ