– მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები

ასეთი მკვლელობები ახლა, როდესაც ნამდვილი დიპლომატია უკვე დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დაწყებულიყო, განზრახ დანაშაული და ომის გახანგრძლივებაა, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„ვაშინგტონში არაერთხელ ითქვა, რომ მოლაპარაკებებზე უარის თქმას სანქციები მოჰყვება. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რაზეც პარიზში შეთანხმება მოხდა. ჩვენ ასევე ველით ყველა შეთანხმების შესრულებას ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ყოველი დამატებითი სისტემა მშვიდობიან მოსახლეობას ამ საზიზღარი დარტყმებისგან იხსნის. მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები – ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია