ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტის პოლიცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ზელენსკი ხუთშაბათს ვიზიტით გერმანიის ქალაქ ჰესენში ჩავიდა, რის შემდეგაც ვისბადენში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქი დატოვა, ფრანკფურტის პოლიციამ აღნიშნა, რომ მგზავრობამ პრობლემების გარეშე ჩაიარა.
გერმანული რადიოსადგური FFH აღნიშნავს, რომ ზელენსკის ვიზიტი მოულოდნელი იყო და უკრაინის პრეზიდენტმა ჰესენში რიგი შეხვედრები გამართა.
“ზელენსკი დღის მეორე ნახევარში რაინ-მაინის რეგიონში ზოგიერთ შეხვედრას დაესწრო. ღამით დარჩენა, სავარაუდოდ, არ იგეგმება. ვიზიტის მიზეზი უცნობია. პოლიცია ზუსტი განრიგის შესახებ მეტ ინფორმაციას უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ავრცელებს. უცნობია ვის ხვდება ზელენსკი და რატომ არის აქ”, – აღნიშნულია რადიოსადგურის ვებგვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს