ვოლოდიმირ ზელენსკი – მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას

ვულოცავ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას – მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი, რომელიც ინარჩუნებს ეროვნული სულისკვეთების სიმტკიცეს და სამართლიანობის რწმენას, იყო და რჩება რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების საყრდენად და ყველა ერის თავისუფლებისა და ღირსების დამცველ ძლიერ ხმად.
„ჩვენს კონტინენტზე ერთმანეთის გაძლიერებით, ევროპას უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ გლობალურ კონკურენციაში და რეალური და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უფრო ვაახლოვებთ. მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო ს მეორე ტური გუშინ გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ – მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს