ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა დიპლომატიას მხარს უჭერს და ის თურქეთში ჩასასვლელად მზად არის.
„რუსეთის მიერ დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია. ასეა თუ ისე, რუსეთს ამ ომის დასრულება მოუწევს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრის მასპინძლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ შეხვედრას მხარს სრულად უჭერს და ვისურვებდით, რომ მან თურქეთში ჩამოსვლისთვის შესაძლებლობა გამონახოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
