პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი თავადაა პასუხისმგებელი იმ მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მომავალ კვირას რუსეთის ტერიტორიაზე ჩავლენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკვე იმყოფებოდა ან 9 მაისს მიემგზავრება რუსეთში. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მათ თავად უნდა უზრუნველყონ თქვენი უსაფრთხოება” – განაცხადა ზელენსკიმ.