– მომლაპარაკებლებს დონბასის საკითხზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, ასევე, არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მომლაპარაკებლებს, რომლებიც -ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას განიხილავენ, დონბასის რეგიონში ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ -ის წინადადების ელემენტები საჭიროებს შემდგომ განხილვას რიგ მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებსა და ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით.
„არსებობს აშშ-ის, სა და უკრაინის ხედვები – და ჩვენ არ გვაქვს ერთიანი შეხედულება დონბასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg News-ს.
მისი თქმით, დასავლელი მოკავშირეებისგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან, უსაფრთხოების გარანტიებზე ცალკე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
„არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?“ – განაცხადა ზელენსკიმ.