ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები და ყაზახეთი შესაძლო რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით საფრთხეში არიან

მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები და ყაზახეთი შესაძლო რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით საფრთხეში არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მოლდოვის წინააღმდეგ შესაძლო რუსულ აგრესიაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მათ უკვე ჰქონდათ ეს გეგმა“.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენი დაზვერვის მხრიდან გადავეცით რუსული გეგმა მოლდოვას და ამდაგვარ, სხვა პარტნიორებსაც გავუზიარეთ. მოლდოვა მომზადებული იყო ს ფედერაციის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ქმედებებისთვის. მათ მოლდოვაში ძალაუფლების დაპყრობა ძალიან სწრაფად სურდათ. მადლობა ღმერთს, მადლობელი ვარ ჩვენი დაზვერვის, მათ კარგად იმუშავეს.
რაც შეეხება მოლდოვაზე სამხედრო თავდასხმას, ვთვლი, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ საფრთხეში არიან მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, ასევე ყაზახეთი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ