– მოკავშირეების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს – ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან

დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ყოველი გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ, შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით იგვიანებს, მაგრამ ეს არის ის, რაც არის: ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ამიტომ ჩვენ ცოტა უნდა შევცვალოთ პარადიგმა“,, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სურდა, რომ უკრაინის პარტნიორები უფრო პირდაპირ ჩართულიყვნენ ომში, მაგრამ ესმოდა, რომ ისინი უფრთხილდებიან ს ანტაგონიზაციას.
”ეს ნების საკითხია, მაგრამ ყველა ამბობს სიტყვას, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს: ყველას ეშინია ესკალაციის. ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან – ხალხისთვის ეს ესკალაცია არ არის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ს, საკუთარი ცის დასაცავად, მინიმუმ, 120 -130 საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება
„რუსები უკრაინის ტერიტორიაზე 300 თვითმფრინავს იყენებენ. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 120-130 თვითმფრინავი ცაში წინააღმდეგობის გასაწევად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ ქვეყნებს თვითმფრინავების დაუყოვნებლივ მიწოდება არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ თვითმფრინავებით, რომლებიც ნატო-ს მეზობელ ქვეყნებში ჰყავთ, რუსული რაკეტები მოიგერიონ და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა