ვოლოდიმირ ზელენსკი – მნიშვნელოვანია გაკეთდეს შესაძლებელი და შეუძლებელი, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციის შენარჩუნება და ს დამარცხება.
„გვახსოვს: ომი რუსეთმა დაიწყო უკრაინის ფრონტზე, მაგრამ მისი სამიზნე მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა არ არის და ამიტომ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია და შესაძლებლის და შეუძლებლის გაკეთება იმისთვის, რომ მ რუსეთის დამარცხება შეძლოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოების გუნდებთან მუშაობა გრძელდება უკრაინის გაძლიერების, თავდაცვის ახალი პაკეტების მიღების და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ახალი გადაწყვეტილებების მიზნით.
“ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და სანქციების თავიდან აცილების სქემების დაბლოკვაზე და რაც შეიძლება აქტიურად ვმუშაობთ რუსული აქტივების კონფისკაციაზე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება რუსული აქტივების კონფისკაციის მიზნით ჩვენს მუშაობაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ