– მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მისი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ Mirage-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიიღებს.
„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ს მიაწოდოს დამატებითი Mirage-ის გამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ხოლო გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დახმარებას საჰაერო თავდაცვაში რაკეტების მიწოდებით და უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებელი დრონების წარმოებით – მადლობა ამისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ასევე, ფინეთმა და ესპანეთმა მიიღეს ახალი გადაწყვეტილებები ამერიკული იარაღის, მათ შორის Patriot-ებისთვის რაკეტების შესყიდვის მექანიზმში – PURL ინიციატივაში – მონაწილეობის შესახებ.
„ამაზე სრული ფოკუსირებით ვმუშაობთ და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვის შეთანხმებები აშკარად მუშაობს. ვამზადებთ ახალ პროექტებს – იქნება მეტი ერთობლივი იარაღის წარმოება“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ მსოფლიომ რუსეთს ძალის პოზიციიდან მიმართოს, თავად უნდა იდგეს მყარად.
„მნიშვნელოვანია, ყოველთვის შევადაროთ ის, რისი გაკეთება და როდის ჰქონდათ რუსებს ნაბრძანები, იმას, რაც მათ რეალურად შეძლეს. უკრაინის წინააღმდეგობა ნამდვილად გმირულია“, – აცხადებს ზელენსკი.