– მინისტრმა უკრაინული და ქართული მხარეების გაფრთხილების გარეშე, რუსეთიდან უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრაზე” მაცნობა – ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს ციხეებიდან და კოლონიებიდან

ანდრეი სიბიგამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების „გამოყრას“ უკავშირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„მინისტრმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც უკრაინული და ქართული მხარეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რუსეთის ტერიტორიიდან დოკუმენტაციის გარეშე უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრას“ უკავშირდება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ.
„კერძოდ, ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ციხეებიდან და კოლონიებიდან“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია