– მიმდინარე კვირაში რუსებმა ში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს

მიმდინარე კვირაში რუსებმა ში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„დარტყმები იყო ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ენერგეტიკის სექტორზე ტერორისტული თავდასხმები განხორციელდა. ნათელია, რომ მოსკოვის მიზანი ჩვენი ხალხისთვის ზიანის მიყენებაა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა „ზამთარში ენერგეტიკის სექტორისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით მუშაობს“.
„ჩვენს პარტნიორებთან უკვე კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს. უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით და საჭირო აღჭურვილობის მოწოდებით, , ნორვეგია, გერმანია, ნიდერლანდები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იტალია, იაპონია, ლიეტუვა, , შვედეთი, , ესპანეთი და ევროკომისია მხარს გვიჭერს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.