როგორ შეუძლია უკრაინას უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს არის აბსოლუტური სიგიჟე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საქმე მხოლოდ ჩვენს სიტყვებში ან აზრებში არ არის. საკითხავია, რისთვის ვართ მზად და რისთვის არა? როგორ შეუძლია უკრაინას, უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს, ჩვენი ოჯახები ცხოვრობენ, იქ ბავშვები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ისინი ყველა უკრაინული საზოგადოების ნაწილი არიან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობა იმას ნიშნავს, რომ საკუთარი შვილები ტერორისტებს გადასცე. ”ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, მათ ჩაგრავენ, აუპატიურებენ, კლავენ. საქმე მხოლოდ მიწაში არ არის, საქმე ცოცხალ ადამიანებში, მათ ბედში, მათ ისტორიებშია. საქმე ამ ოჯახებში, მათი შვილებშია. მივცეთ ბავშვები? არ ვიცი, ვინ ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მათთან: მზად არიან თავიანთი შვილები ტერორისტებს გადასცენ? მგონი არა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.