– მზად ვარ უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირადად მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა და ევროპის ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმარონ იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი არ განმიხილავს. მეორეც, უკრაინაში არჩევნების საკითხი, ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული. ეს უკრაიელი ხალხის საკითხია და არა სხვა ქვეყნების ხალხების. ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელი პატივისცემის გამოხატვით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, არჩევნებისთვის მზად არის.
„მოვისმინე რამდენიმე გადაკრული სიტყვა, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, რომ მე პირადად პრეზიდენტის სავარძელს ვებღაუჭები და რომ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი, ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ისტორიაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ორი საკითხი ჩნდება.
„პირველ რიგში, უსაფრთხოება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ შეიძლება ამის გაკეთება დარტყმების ქვეშ, რაკეტების ქვეშ? და ჩვენი სამხედროების საკითხი, როგორ მისცემენ ხმას? თქვენ ეს იცით და არ მინდა გამეორება. მეორე საკითხი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო საფუძველია. რადგან ამ საკითხს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. შეხედეთ, მე მზად ვარ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა ჩაატაროს. „ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია